United Airports of Georgia

AIRPORTS

Tbilisi

Batumi

Kutaisi

Mestia

ამბროლაური

Latest News

მ ო წ ვ ე ვ ა ი ნ ტ ე რ ე ს თ ა გ ა მ ო ხ ა ტ ვ ა ზ ე

Monday, 04 July 2016 19:32
There are no translations available.

ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ოპერირების თაობაზე (განახლებული პირობებით)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” დაინტერესებულია ქალაქ ზუგდიდში (ს. ინგირი), მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განხორციელდეს აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება.

აღნიშნული მიზნით, 2016 წლის 30 მაისს გამოცხადებულ იქნა მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე. ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვხატეთ მზადყოფნა იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება.

შპს “საქართველოს აერპორტების გაერთიანება” ხელახლა იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის განახლებული პირობების შესაბამისად.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 11 ივლისის 18:00 საათისა ადგილობრივი დროით.

წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); აღნიშნული მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა განხორციელდეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge

დოკუმენტს ინტერესთა გამოხატვის მოწვევაზე იხილავთ მოცემულ ბმულზე.

მ ო წ ვ ე ვ ა ი ნ ტ ე რ ე ს თ ა გ ა მ ო ხ ა ტ ვ ა ზ ე

Monday, 30 May 2016 19:47
There are no translations available.

მ ო წ ვ ე ვ ა  ი ნ ტ ე რ ე ს თ ა   გ ა მ ო ხ ა ტ ვ ა ზ ე

ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ოპერირების თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” დაინტერესებულია ქალაქ ზუგდიდში (ს. ინგირი), მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განხორციელდეს აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება.

აღნიშნული მიზნით, ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვთქვამთ სურვილს იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “საქართველოს აერპორტების გაერთიანება” იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 21 ივნისის 18:00 საათისა ადგილობრივი დროით.

წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); აღნიშნული მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა განხორციელდეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge

 

დოკუმენტს ინტერესთა გამოხატვის მოწვევაზე იხილავთ მოცემულ

ბმულზე.

link

მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე

Wednesday, 20 April 2016 08:22
There are no translations available.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იწვევს ყველა დაინტერესებულ ავიაკომპანიას, რომ გამოხატონ ინტერესი რეგულარული ავიარეისების შესრულების თაობაზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დაინტერესებულია გააფორმოს შესყიდვის ხელშეკრულება ავიაკომპანიასთან, რომელიც მზად იქნება განახორციელოს შიდა ფრენები თბილისი-ბათუმი-თბილისის ან ბათუმი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ყველაზე დაბალ ფასად, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად.

კითხვების შემთხვევაში, 27 აპრილის ჩათვლით მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე business@airports.ge

შემოთავაზების ბოლო ვადაა 2016 წლის 5 მაისი.

დოკუმენტს ინტერესთა გამოხატვის მოწვევაზე იხილავთ მოცემულ ბმულზე.