United Airports of Georgia


ვარშავის მიმართულებით ახალი რეისის დანიშვნის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. Friday, 26 April 2013 00:00 | News
There are no translations available.

28 აპრილს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ვარშავის მიმართულებით ახალი რეისის დანიშვნის ოფიციალური  პრეზენტაცია გაიმართა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “WIZZ AIR”ის გადაწყვეტილებით ვარშავის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება
სპეციალურად, აღნიშნული ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ეწვივნენ პოლონელი ჟურნალისტები, რომლებსაც ასევე დაგეგმილი აქვთ ეწვევიონ აჭარას საქართველოს შესახებ სპეციალური სიუჟეტის მოსამზადებლად.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქ-ნმა ქეთევან ალექსიძემ, რომლის თქმით ვარშავის მიმართულებით ავიარეისების დამატება
საგრძნობლად გაზრდის საქართველოში ჩამომსვლელთა რაოდენობას, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ტურიზმის მდგომარეობაზე და ასევე  ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას. ქ-ნი ალექსიძის თქმით, „დღეს ჩვენ და ავიაკომპანია “WIZZ AIR“-ი ახალი მიმართულებების დამატებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ვაძლევთ მგზავრებს გადაადგილდნენ ვარშავის მიმართულებებით  დაბალ ფასად“.
ღონისძიების ბოლოს საქართველოს ასეროპორტების გაერთიანებამ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ყველა მგზავრს საჩუქრად ქართული ღვინო და ბროშურები გადასცა.