United Airports of Georgia


თბილისში Routes Silk Road 2014 ტარდება | News
There are no translations available.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭრით, თბილისში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საავიაციო ფორუმს, Routes Silk Road 2014-ს მასპინძლობს.

 

Routes Silk Road 2014-ის ფორუმს 300-მდე დელეგატი, აქედან 50-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 60-ზე მეტი აეროპორტის წარმომადგენელი ეწვია.

ფორუმის პირველი ნაწილი სტრატეგიულ სამიტს დაეთმო. დელეგატებმა იმსჯელეს  ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ქვეყნების მმართველი პირებისაგან ტურიზმის ხელშეწყობა და თანამედროვე ავიაციის განვითარების წინაშე მდგომი გამოწვევები.

6 ივლისს, 14 საათზე, Radisson Blue Iveria-ში სტრატეგიული სამიტი გახსნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. სამიტზე სიტყვით გამოვიდნენაიატას რეგიონული დირექტორი ნიკოლა ბუსოტი, ფინავიას უფროსი ვიცე პრეზიდენტი ჯონ სუნდელინი, ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების დირექტორი ბალაშ ბოგტსი, ავიაკმპანია ვიზ ეირის სახმელეთო ოპერირების და მომხმარებლებთან ურთიერთობის დირექტორი დავით მამულაშვილი, ჟურნალ რეგიონული აეროპორტების საავიაციო ბიზნესის განვითარების მენეჯერი ვლადიმერ კამინინი და სხვები.

დღეს, 15:00 საათზე, აეროპორტებისა და ავიაკომპანიების წარმომადგენლების პირისპირ შეხვედრები დაიწყება. ისინი პირისპირ განიხილავენ შესაძლო თანამშრომლობის გზებს, მოლაპარაკებას აწარმოებენ ახალი ავიარეისების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.