United Airports of Georgia


მ ო წ ვ ე ვ ა ი ნ ტ ე რ ე ს თ ა გ ა მ ო ხ ა ტ ვ ა ზ ე Monday, 04 July 2016 19:32 | News
There are no translations available.

ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ოპერირების თაობაზე (განახლებული პირობებით)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” დაინტერესებულია ქალაქ ზუგდიდში (ს. ინგირი), მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განხორციელდეს აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება.

აღნიშნული მიზნით, 2016 წლის 30 მაისს გამოცხადებულ იქნა მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე. ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვხატეთ მზადყოფნა იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება.

შპს “საქართველოს აერპორტების გაერთიანება” ხელახლა იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის განახლებული პირობების შესაბამისად.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 11 ივლისის 18:00 საათისა ადგილობრივი დროით.

წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); აღნიშნული მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა განხორციელდეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

დოკუმენტს ინტერესთა გამოხატვის მოწვევაზე იხილავთ მოცემულ ბმულზე.