United Airports of Georgia


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ავიამიმართულებების განვითარების კონფენეციაზე. Thursday, 16 May 2013 13:37 | News
There are no translations available.

მიმდინარე წლის 12-14 მაისს ქ. ბუდაპეშტში ევროპის  ავიამიმართულებების ფორუმი “Route Europe 2013” გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ევროპის წამყვან ავიაკომპანიებთან. აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს საშუალებას, როგორც ავია კომპანიების მოზიდვის კუთხით, ასევე, აეროპორტებს შორის თანამშრომლობის დამყარებისა და გაღრმავების მიმართულებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილის ბატონი გიორგი მოლოდინაშვილის თქმით, „შეხვედრებმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა 25-ზე მეტ ავიაკომპანიასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ფორუმზე, ავიკომპანია „რაინეაირის“ მოთხოვნით განახლდა მოლაპარაკებები სამომავლო თანაშმრომლობის რიგ საკითხებზე და იმედს ვიტოვებთ, რომ მალე ქუთაისის  დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან დასავლეთ ევროპის მიმართულებითაც შეეძლებათ მგზავრებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებით გადაადგილება“.

წელს საქართველო პირველად, ევროპის ავია მიმართულებების ფორუმზე წარმოდგენილი იყო სპეციალური სტენდით, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ავიაკომპანია „Fly Georgia”-სთან ერთობლივი თანამშრომლობით წარადგინა. „აღნიშნული სტენდით მოგვეცა შესაძლებლობა მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა საქართველოს შესახებ, რაც სამომავლოდ, ხელს  შეუწყობს  ახალი ავიამიმართულებების დამატებასა და ტურიზმის  განვითარებას“-აღნიშნა ბატონმა გიორგი მოლოდინაშვილმა.