United Airports of Georgia


გინესის რეკორდსმენი მოგზაურის ფრედ ფინის ვიზიტი საქართველოში Monday, 09 September 2013 11:37 | News
There are no translations available.

მ.წ 3-9 სექტემბერს საქართველოს სტუმრად ეწვია გინესის რეკორდსმენი მოგზაური ბატონი ფრედ ფინი (Fred W Finn MBA. F.Inst.T.T. World's Most Travelled Person Guinness World Records), რომელმაც თავისი ვიზიტის ფარგლებში მოინახულა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, დაათვალიერა არსებული აეროპორტები და გაეცნო ქართულ ტრადიციებსა და კულტურას.

გინესის რეკორდსმენი მოგზაური ფრედ ფინი 52 წელია, რაც აქტიურად მოგზაურობს და დღეისათვის 24 მილიონი კილომეტრი აქვს დაფარული საჰაერო ხომალდით, იგი „კონკორდის“ ერთ-ერთი პირველ მგზავრია, რომლითაც  718-ჯერ იმოგზაურა.

 

ფრედ ფინმა თავისი ვიზიტის ფარგლებში,  შეხვედრები გამართა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორთან ქალბატონ ქეთევან ალექსიძესთან, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელთან ბატონ გურამ ჯალაღონიასთან, TAV Georgia-ს გენერალურ მენეჯერთან ბატონ მეთე ერკელთან,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ბატონ გიორგი სიგუასთან და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომელთაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ავიაციისა და ტურიზმის სფეროში.

გინესის რეკორდსმენმა მოინახულა საქართველოს რამოდენიმე რეგიონი, ეწვია კახეთსა და ყაზბეგს, მოინახულა მთიანი აჭარა. „მე დღეისათვის 140 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ნანახი მაქვს მრავალი ქვეყნის საოცრება, ვფიქრობდი, რომ ჩემი გაოცება არც ისე ადვილი იქნებოდა, ახლა კი ვხვდები, რომ ჩემი განათლება მოგზაურობაში არ იყო სრული. საქართველო უნიკალური ქვეყანაა და ალბათ ამისათვის მოვიტოვე იგი ბოლოსათვის, რომ შესაძლებლობა მქონოდა შემედარებინა სხვა ქვეყნებისათვის. საქართველო წარმოუდგენელი ქვეყნაა, ასეთი რამ არასოდეს მინახავს, თავი სამოთხეში მგონია; საქართველოს სტუმარმასპინძლობა, ბუნება, ძეგლები, ისტორია, ტრადიციები, კულტურა, ხალხი და ყველაფერი რაც მასთან არის დაკავშირებული აღმაფრთოვანებს, ის ვინც საქართველოში ერთხელ ჩამოვა, აუცილებლად მოუნდება უკან დაბრუნება, ჩამოდით საქართველოში და მიხვდებით, რომ თქვენ არაფერი გინახავთ აქამდე” - განაცხადა ფრედ ფინმა.

საქართველოს  აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქ-ნმა ალექსიძემ, პოზიტიურად შეაფასა ბატონი ფრედ ფინის ვიზიტი და განაცხადა, რომ გინესის რეკორდსმენი მოგზაურის საქართველოში ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის მიმართ ინტერესის ზრდას. „ფრედ ფინი თავისი მოგზაურობის შესახებ, აქვეყნებს პუბლიკაციებს და საერთაშორისო საზოგადოებას აცნობს საინტერესო ინფორმაციებს ტურიზმისა და მოგზაურობის შესახებ. დარწმუნებლი ვარ, ბატონი ფინის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსა და არსებული აეროპორტების პოპულარიზაციის საკითხში“-განაცხადა ქ-ნა ქეთევან ალექსიძემ.