United Airports of Georgia


ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეის“-მა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან თელავივის მიართულებით პირველი რეისი შეასრულა Wednesday, 22 May 2013 14:01 | News
There are no translations available.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“  ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო  აეროპორტიდან  ჩარტერული რეისით ფრენებს  თელავივის მიმართულებით კვირაში ერთხელ შეასრულებს. ჩარტერული ფრენების პრეზენტაცია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, ტურისტული კომპანია Georgian trip-ის გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი დვალიშვილი და ისრაელის მხრიდან პარტნიორი    ტურისტული კომპანია FLYING CARPET-ის წარმომადგენლობა, რომლებიც სპეციალური მოწვევით იმყოფებოდნენ აღნიშნულ ღონისძიებაზე.

პრეზენტაციაზე წარდგენილი იქნა ის სიახლეები, რასაც ტურისტული კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირეტორის ქ-ნი ქეთევან ალექსიძის თქმით, „აღსანიშნავია, რომ ქ. თელავივის მიმართულებით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან დღეს პირველად სრულდება ავიარეისი, რისთვისაც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო ავიაკომპანიას აღნიშნული გადაწყვეტილება. იმედს ვიტოვებ, რომ უახლოეს მომავალში „ჯორჯიან აირვეისი“ კიდევ ახალი მიმართულებებით განახორციელებს ფრენებს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეოროპორტიდან“.

პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის,  ქ.ქუთაისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლობა.