საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

აეროპორტები

თბილისი

ბათუმი

ქუთაისი

მესტია

ამბროლაური

ბოლო სიახლეები

ირაკლი ქარქაშაძე- დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია

პარასკევი, 29 MARCH 2024 11:07

 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გასული წლის ბოლოს გაცემული დაპირება, რომ გაზაფხულზე გვეყოლებოდა ახალი ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე მოემსახურებოდნენ, შესრულებულია, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტისკენ მოძრავი ავტობუსები ფრენების განრიგზე იქნება მორგებული.
„ჩვენ განვახორციელეთ მილიონ 400 ათასი ლარის ინვესტიცია, შევიძინეთ სამი უახლესი ევრო 6-ის სტანდარტის მქონე ავტობუსი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს და ტურისტებს მოემსახურება Shuttle Bus-ის პრინციპით. ავტობუსები იმოძრავებს საათში ერთხელ, რაც იმას ნიშნავს, რომ მორგებული იქნება ფრენების განრიგზე. გაჩერდება ქუთაისის აეროპორტთან და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან. ღირებულება იქნება ხვალიდან ხუთი ლარი. დღეს მგზავრებს მოვემსახურებით უფასოდ“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
დღეიდან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS ემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მილიონ 400 ათასი ლარის ღირებულის იაპონური ISUZU-ს მარკის ხალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსები შეისყიდა.
პირველი რეისით ქუთაისის ცენტრისკენ აეროპორტის ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებთან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, DMO Imereti-ის ხელმძღვანელმა მარიამ დევიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა იმგზავრეს.

თელავის აეროპორტის კონცეპტ-დიზაინის პროექტირების კონკურსში კომპანია შპს ,,ხმალაძე არქიტექტორებმა’’ გაიმარჯვა

ოთხშაბათი, 13 MARCH 2024 07:02

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ კონკურსში თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის შესახებ კომპანია, ,,ხმალაძე არქიტექტორებმა გაიმარჯვა. აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და ,,ხმალაძე არქიტექტორების“ დამფუძნებელმა, არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ მოაწერეს.
თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში 13 კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგან ჟიურიმ საუკეთესო კონცეპტ-დიზაინის პროექტად არქიტექტორ გიორგი ხმალაძის ნამუშევარი დაასახელა.  აეროპორტების გაერთიანებამ გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსანტს პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. ასევე, 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების და მინიმუმ ერთი მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების გამოცდილება.
კომპანია ,,ხმალაძე არქიტექტორებმა" თელავის აეროპორტის კონცეპტუალური და სქემატური დიზაინი წარმოადგინეს. მათ შორის შენობების ექსტერიერის დიზაინი  სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცითი დაგეგმარება; შენობების ინტერიერის სქემატური დიზაინი და ლანდშაფტის რენდერები.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ქართული რესტორანი გაიხსნა

ხუთშაბათი, 15 FEBRUARY 2024 13:33

,,თაკარა“ - პირველი ქართული რესტორანია, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ობიექტი გაფრენის დარბაზის მეორე სართულზე მდებარეობს და აეროპორტში პირველი A la carte რესტორანია, რომელიც მგზავრებს ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

პირველი ქართული რესტორანი ოფიციალურად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ,,თაკარას“ დამფუძნებლებთან, ირაკლი ლომიძესთან და ზვიად მექერიშვილთან ერთად გახსნა.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ,,თაკარა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განსხვავებული  ტიპის რესტორანია, რომელიც მგზავრებს, როგორც ტრადიციული ქართული, ისე ევროპული კერძების ნაირსახეობის სრულ სერვისს სთავაზობს.

,,რესტორანი ,,თაკარა“ სპეციალურად ქუთაისის აეროპორტისთვის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ადგილი ქუთაისში, სადაც ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის საყვარელი პროდუქტი ,,ლაღიძის წყლები“ იყიდება და ხელმისაწვდომია ჩვენი აეროპორტის სტუმრებისთვის. სააეროპორტო სერვისების გარდა, რესტორან ,,თაკარას“ არსებობა ქუთაისის აეროპორტში მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და დასაქმებულია 40 ადგილობრივი. მოთხოვნასთან ერთად მათი რაოდენობაც გაიზრდება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტებიდან, ექსკლუზიურად მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რესტორან ,,თაკარაში“ არის შესაძლებელი მგზავრებთან ერთად ნებისმიერმა მსურველმა ქართული უალკოჰოლო სასმელების ბრენდის, ,,ლაღიძის წყლები“ დააგემოვნოს.

მგზავრებს შეეძლებათ შეუკვეთონ კერძები მენიუდან, რომელსაც მზარეული მათთვის უმოკლეს დროში მოამზადებს. ასევე,  ისარგებლონ ე.წ. take away-ის სერვისით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნილ პირველ ქართულ რესტორანში ამჟამად 40 მდე ადგილობრივია დასაქმებული.