საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

სასწავლო ცენტრი

საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრი

2001 წლიდან შპს  ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ბაზაზე დღემდე ფუნქციონირებს საავიაციო უშიშროების სასწავლო ცენტრი, რომელიც სერტიფიცირებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის  სასწავლო პროგრამების შესაბამისად ახორციელებს  როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე სხვა პერსონალის (რომელთა ფუნქციონალური  მოვალეობები უშუალოდ არ არის დაკავშირებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან) მომზადებას საავიაციო უშიშროების საკითხებში.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მსმენელებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასწავლო კურსებს, გადაეცემათ მოწმობა, სერტიფიკატი ან ცნობა სწავლების გავლასთან დაკავშირებით.

აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის XII თავის 50-ე მუხლის მე-7 პუნქტის და იკაო-ს დოკ.8973-ის 3.8.23 პუნქტის შესაბამისად საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებში საერთო მომზადებას ექვემდებარება ავიასაწარმოების როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი ,ასევე პერსონალი რომელთა ფუნქციონალური მოვალეობები უშუალოდ არ არის დაკავშირებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან, ვიდრე ისინი შეუდგებიან თავიანთი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.

სასწავლო ცენტრში სწავლება ტარდება აუდიტორიებში.სწავლების პროცესში ხდება სასწავლო სლაიდების და აუდიო-ვიდეო მასალების დემონსტრირება.

სასწავლო ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს იკაო-ს რეგიონალურ სასწავლო ცენტრთან ქ.კიევში, სადაც რეგულარულად ხდება ინსტრუქტორების სასწავლებლად მივლინება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით  და მათი სერტიფიცირება იკაო-ს სტანდარტების შესაბამისად.

ამ ეტაპზე ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სასწავლო ცენტრში სწავლება ტარდება  შემდეგ კურსებზე:

1.       სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის პირველადი მომზადების კურსი

2.       სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის პერიოდული მომზადების სასწავლო კური

3.       საავიაციო უშიშროების გაცნობითი სასწავლო კურსი

4.       შემოწმების ოპერატორების პირველადი და პერიოდული მომზადების სასწავლო კურსი

5.       მძღოლების მომზადების სასწავლო კურსი (I კატეგორია)

6.       საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსი (მე-12 კატეგორია)

7.       საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსი (მე-8 კატეგორია)

8.       საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსი (მე-9 კატეგორია)

9.       საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსი (მე-10 კატეგორია)

10.   მძღოლების მომზადების სასწავლო კურსი (II და III  კატეგორია)

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

599234222

ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს