საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

ფირნიშები
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“

ხ ე დ ვ ა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში შექმნის ყველა არსებითი ნიშნით საუკეთესო გარემოს ავიაკომპანიებისთვის, მგზავრებისთვის და სხვა თანმდევი ბიზნესისთვის და საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებს შესძენს წამყვან და ცენტრალურ ფუნქციას რეგიონში, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის და ზოგადად ეკონომიკის გრძელვადიან და მდგრად განვითარებაში სხვადასხვა მიმართულებით.

მ ი ს ი ა
ჩვენი მისიაა, სისტემურად გავაერთიანოთ და განვავითაროთ საქართველოს სამოქალაქო აეროპორტები, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისი მუშაობით უზრუნველვყოთ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული სააეროპორტო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და განვითარება და ეს ყოველივე განვახორციელოთ თანამედროვე საუკეთესო კომერციული პრაქტიკისა და სახელმწიფო ინტერესების შერწყმით.