საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


„Air Astana“ 2 ივნისიდან თბილისი–ასტანას მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას დაიწყებს ოთხშაბათი, 11 FEBRUARY 2015 11:47 | News

ყაზახეთის ეროვნული ავიაკომპანია „Air Astana" 2 ივნისიდან თბილისი-ასტანას მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებისათვის გაწეული სამუშაოს შედეგს წარმოადგენს.

ყაზახეთი საქართველოს ტურისტული ბაზრისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. ავიარეისების დანიშვნა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას და ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკიდან ვიზიტორთა რიცხვი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 40%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად ვიზიტორთა რიცხვი 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 38%-ით არის გაზრდილი. მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე „Air Astana"- ალმაატი - თბილისის მიმართულებით ფრენის სიხშირე კვირაში 5-მდე გაზარდა. მიმდინარე წლის ივნისიდან მას ახალი მიმართულება დაემატება.

ავიაკომპანია „Air Astana" ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახლავთ, რომელიც ახორციელებს 60 ავია-რეისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მიმართულებებით.

„Air Astana"-
მიერ დანიშნული რეისების მხარდაჭერის და რენტაბელურობის ამაღლების მიზნით, ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებაში (ინფო და პრესს ტურები), რაც ხელს შეუწყობს 2 ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის ზრდას.