საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საჯარო განცხადება პარასკევი, 27 FEBRUARY 2015 14:20 | News

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ეხმიანება „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ მიერ, 24 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიას. სტატიაში, რომელშიც 2013-2015 წლებში, სახელმწიფოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესასყიდად დახარჯული თანხაა აღწერილი, აღნიშნულია, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2014 წელს განახორციელა 1,503,347 ლარის შესყიდვა.

ზემოაღნიშნული ინფორმცია არასრულად ასახავს ფაქტებს და მცდარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

კერძოდ, განვმარტავთ, რომ 2014 წლის აპრილში „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, ტენდერის საფუძველზე, 1 439 070 ლარად შეისყიდა 2 ერთეული სააეროდრომო სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომელიც აუცილებელია აეროპორტის უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის და წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნას. ამასთანავე, საწარმოო საჭიროებიდან გამომდინარე, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, ასევე ტენდერის მეშვეობით,  შეისყიდა აეროდრომზე თვითმფრინავის გადაადგილების რეგულირებისათვის საჭირო 1 ავტომობილი (KIA PICANTO), რომლის ღირებულებამ შეადგინა  22 384 ლარი და მორიგეობისათვის განკუთვნილი ორი ერთეული KIA RIO-ს ტიპის ავტომობილი, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 46 078  ლარი.

საერთო ჯამში, 2014 წელს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ შეისყიდა 1 507 532 ლარის ღირებულების სპეციალური ავტოტექნიკა და ავტოსატრანსპორტო საშუალება.