საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ქართული რესტორანი გაიხსნა ხუთშაბათი, 15 FEBRUARY 2024 13:33 | News

,,თაკარა“ - პირველი ქართული რესტორანია, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ობიექტი გაფრენის დარბაზის მეორე სართულზე მდებარეობს და აეროპორტში პირველი A la carte რესტორანია, რომელიც მგზავრებს ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

პირველი ქართული რესტორანი ოფიციალურად საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ,,თაკარას“ დამფუძნებლებთან, ირაკლი ლომიძესთან და ზვიად მექერიშვილთან ერთად გახსნა.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ,,თაკარა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განსხვავებული  ტიპის რესტორანია, რომელიც მგზავრებს, როგორც ტრადიციული ქართული, ისე ევროპული კერძების ნაირსახეობის სრულ სერვისს სთავაზობს.

,,რესტორანი ,,თაკარა“ სპეციალურად ქუთაისის აეროპორტისთვის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ადგილი ქუთაისში, სადაც ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის საყვარელი პროდუქტი ,,ლაღიძის წყლები“ იყიდება და ხელმისაწვდომია ჩვენი აეროპორტის სტუმრებისთვის. სააეროპორტო სერვისების გარდა, რესტორან ,,თაკარას“ არსებობა ქუთაისის აეროპორტში მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და დასაქმებულია 40 ადგილობრივი. მოთხოვნასთან ერთად მათი რაოდენობაც გაიზრდება,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოს აეროპორტებიდან, ექსკლუზიურად მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რესტორან ,,თაკარაში“ არის შესაძლებელი მგზავრებთან ერთად ნებისმიერმა მსურველმა ქართული უალკოჰოლო სასმელების ბრენდის, ,,ლაღიძის წყლები“ დააგემოვნოს.

მგზავრებს შეეძლებათ შეუკვეთონ კერძები მენიუდან, რომელსაც მზარეული მათთვის უმოკლეს დროში მოამზადებს. ასევე,  ისარგებლონ ე.წ. take away-ის სერვისით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნილ პირველ ქართულ რესტორანში ამჟამად 40 მდე ადგილობრივია დასაქმებული.

 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის BARTA 2023-ის გამარჯვებულთა შორისაა ორშაბათი, 12 FEBRUARY 2024 14:41 | News

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის BARTA 2023-ის გამარჯვებულთა შორისაა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ყოველწლიურ კონკურსის (BARTA) ერთ-ერთი გამარჯვებულია. კომპანიას  BARTA 2023-ის მეხუთე საიუბილეო კონკურსზე ყველაზე მეტად გაუმჯობესებული ანგარიშის ჯილდო მიენიჭა.

ყოველწლიური ღონისძიების მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი. BARTA 2023-ის კონკურსში აეროპორტების გაერთიანება მონაწილეობას კატეგორიაში მცირე და საშუალო კომპანიები იღებდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის გაცნხადებით, კონკურსში მონაწილეობის მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაა.

,,მოხარულები ვართ, რომ 2023 წელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის ფინანსური გამჭვირვალობის კუთხითაც წარმატებული იყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებები აუდირებულია საერთაშორისო აუდიტორის მიერ, და მასზედ გაცემულია არამოდიფიცირებული აუდიტის დასკვნა. წლიური აუდირებული ანგარიშგებების წარდგენას ვახორციელებთ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (SARAS) საზოგადოებრივი დაინტერესების პირის სტატუსის კომპანიებისთვის კანონით დადგენილ ვადებში.  ჩვენთვის,  მნიშნველოვანია კორპორაციული ანგარიშგების სტანდარტის ამაღლება, შესაბამისად ამ მიმართულებით აღიარებას დიდი როლი ენიჭება.-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს კონკურსი BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. მას შემდეგ რაც ევროკავშირმა კორპორაციული ფინანსური ანგარიშგებების ფუნდამენტური გადახედვის ინიციატივა წამოაყენა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კომპანიები წლიური ანგარიშის ფარგლებში მმართველობითი, კორპორაციული მართვის და არასაფინანსო ანგარიშგებებს წარადგენენ.

 
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა ორშაბათი, 12 FEBRUARY 2024 14:25 | News

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით  სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში ბოლო 4 წლიანი გამოცდილება აქვს. ამასთანავე, პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მომზადებული  2000 მ2 მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის მინიმუმ ერთი არქიტექტურული საპროექტო დოკუმენტაცია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს. დაინტერესებულ პირებს წინადადების წარმოსადგენად 45 დღიანი ვადა ეძლევათ.

ტექნიკური დავალების თანახმად, ტერმინალის  სავარაუდო საერთო ფართი უნდა შეადგენდეს 800 -900 მ2 და გათვლილი უნდა იყოს ერთდროულად  100 მგზავრის მომსახურებაზე. ასევე დასაპროექტებელია ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაც დაახლოებით  5000 მ2 ფართზე, სადაც განთავსებული უნდა იყოს 30 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი.

კონკურსის დეტალური პირობების, Ⴑაუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე.

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=562112&lang=ge

პროექტი უნდა  მომზადდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში, რაც მოიცავს ასევე  საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვადას.

 
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 700 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყო პარასკევი, 19 JANUARY 2024 10:22 | News

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 500 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი და წყალარინების სისტემა მოეწყო. ჯამში დაიგო 20 000მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა. ასევე, გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია და მოეწყო დეკორატიული ღობე. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

,,ავტოსადგომის გაფართოებით გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლანდშაფტის მოწყობა, არსებული, 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 700 მდე გაიზარდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თანამედროვე ავტოსადgომი აქვს, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში წელს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქნის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი 3, 5 კმ.-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. რაც მომავალში, საშუალებას მოგვცემს ქუთაისის აეროპორტში ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მივიღოთ და მოვემსახუროთ,-‘’ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტოსადგომის გაფართოების  პროექტში  3.9 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სრულად საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა.

 
ირაკლი ქარქაშაძე: 2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული იყო სამშაბათი, 16 JANUARY 2024 18:01 | News


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განმარტებით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის სიდიდით მეორე აეროპორტია, სადაც ევროპასთან ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.2023 წელს, არსებობის მანძილზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გასულ წელს ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ქუთაისში მილიონ 700 მდე მგზავრს. რაც იმის საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ  2024 წელი ქუთაისის აეროპორტისთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება და საკუთარ რეკორდს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ,’’-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.,, 2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 6 მილიონს მიაღწია.  პანდემიამდელი მგზავრთნაკადი აღდგა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყო ის გამონაკლისი გასულ წელს, სადაც მგზავრთა რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში არსებული აეროპორტებიდან ერთადერთია, რომლისთვისაც 2023 წელი მგზავრთნაკადის კუთხით, რეკორდული აღმოჩნდა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ერთადერთია, რომელმაც პანდემიამდელ პერიოდს გადააჭარბა და მგზავრთნაკადი გააორმაგა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული იყო, თუმცა კიდევ უფრო გამორჩეული იყო 2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის.

 
საქართველოს ავიაბაზარზე AUSTRIAN AIRLINES-ი შემოდის ხუთშაბათი, 21 DECEMBER 2023 12:03 | News

საქართველოს ავიაბაზარზე  AUSTRIAN AIRLINES-ი შემოდის

2024 წლის მაისიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას AUSTRIAN AIRLINES დაიწყებს. ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის  ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, უკვე ვხედავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირველ შედეგებს, რამაც  ხელი შეუწყო მთელი წლის განმავლობაში ავსტრიის ავიახაზებთან მოლაპარაკების საბოლოო ეტაპის წარმატებით  დასრულებას.

,,მოხარულები ვართ, რომ 2023 წელს მოგზაურებისთვის კიდევ ერთი პოზიტიური სიახლით ვასრულებთ. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავსტრიის ავიახაზებთან, რასაც ხელი შეუწყო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სატატუსის მოპოვებამ. ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის. ავსტრია არის ერთ-ერთი  მოთხოვნადი ბაზარი ჩვენთვის, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის. მხოლოდ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს აეროპორტებმა პირდაპირი საჰაერო გზით ვენიდან 68,021 მგზავრი მიიღო. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი აეროპორტების დივერსიფიკაციასა და მგზავრების სეგმენტაციაზე.  AUSTRIAN AIRLINES-ი, Georgian Airways-ისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირებს. ავიაბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.austrian.com) დღეიდან ხელმისაწვდომია,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ხომალდებს წარმოადგენს.

 
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება PEGASUS AIRLINES-მა დაიწყო სამშაბათი, 19 DECEMBER 2023 07:16 | News

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა დაიწყო.

ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა და ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამი სიხშირით განხორციელდება. PEGASUS-მა პირველი რეისი სტამბოლიდან გვიან ღამით Boeing 737 შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა. ოფიციალურ მიღებას ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ავიაკომპანიის, ტურისტული კომპანია GASA-ს წარმომადგენლები და DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დევიძე დაესწრნენ.

,,სტამბოლი ახალი მიმართულებაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე რეისზე მაღალი დატვირთულობა გამოიკვეთა.იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, წელს ჩვენ მილიონი მგზავრი უკვე მივიღეთ და წლის ბოლომდე მილიონ 700 ათასამდე მგზავრის მომსახურებას ვგეგმავთ,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან მჭედლიშვილმა.

ახალ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით პირველ საინაუგურაციო რეისს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ტრადიციული წყლის ჭავლით, ე.წ. Water Salute-ით მიესალმნენ, პირველ მგზავრებს კი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

 
20 წლიანი გეგმა ორშაბათი, 18 DECEMBER 2023 14:19 | News

ირაკლი ქარქაშაძე: აპრილში გვექნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების 20 წლიანი გეგმა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მოწვევით საქართველოში   საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაიწყეს.

IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის ტერმინალი და სააეროდრომო ნაწილი დაათვალიერეს და არსებული პოტენციალი და შესაძლებლობები ადგილზე შეისწავლეს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფი ორი დღის განმავლობაში, ქუთაისის  აეროპორტის შესაბამის სამსახურებთან  ერთად გენერალური განვითარების გეგმისათვის საჭირო პროცედურებს და დოკუმენტაციას ადგილზე შეისწავლიან.

,,ჩვენ IATA-ს საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენლებს დეტალურად დავათვალიერებინეთ ქუთაისის აეროპორტის არსებული ინფრასტრუქტურა, მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც საჭირო იყო მგზავრების მომსახურების მიმართულებით. სამუშაო პროცესი დაახლოებით 6 თვეს გასტანს და აპრილში გვექნება ქუთაისის აეროპორტის განვითარების 20 წლიანი გეგმა, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ სად და როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი აეროპორტი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც IATA-ს მასშტაბის ორგანიზაცია დეტალური დოკუმენტაციის შემუშავებისთვის არის მოწვეული საქართველოში,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

IATA-ს წარმომადგენლები მომდევნო 6 თვის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმას მოამზადებენ. რაც  გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას 20-წლიან პერსპექტივაში. მასტერპლანი არის უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ.

 


JPAGE_CURRENT_OF_TOTAL