საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანის შექმნაზე IATA იმუშავებს ხუთშაბათი, 14 DECEMBER 2023 11:12 | News

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) მოწვევით თბილისში 3 დღიანი ვიზიტით საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობენ.

აეროპორტების გაერთიანებამ დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც IATA-მ გაიმარჯვა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ძირითად გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც მომდევნო წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთანაა დაკავშირებული.

,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ის პროექტია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წარმატების ისტორია უკვე დაწერა. ეს არის აეროპორტი საიდანაც, საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება და ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია მომავალ წლებშიც წარმატებით ვფოკუსირდეთ ამ მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვანი პროექტია როგორც არამხოლოდ ტურიზმის გენერირების მიმართულებით, არამედ რეგიონში ეკონომიკური მდგენელიც.  შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა აეროპორტის მასტერპლანის არსებობა. უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტის, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ,-" განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.

6 თვის განმავლობაში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებენ, რაც გულისხმობს აეროპორტის მასტერპლანის მომზადებას მომდევნო 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში. საქართველოში ვიზიტად მყოფი IATA-ს ექსპერტები აეროპორტების გაერთიანების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის განვითარებაში ჩართულ ყველა უწყებასთან გამართავენ შეხვედრებს. ასევე მოინახულებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალსა და სააეროდრომო ნაწილს და არსებულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან.

 

ირაკლი ქარქაშაძე: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რეგიონში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია
airfood

უთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა. AIR FOOD პირველი ადგილობრივი ბიზნესია, რომელმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ქუთაისის აეროპორტში AIR FOOD-ის კონცეპტუალურ სივრცეში ამ ეტაპზე, 15 ადამიანია დასაქმებული. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, AIR FOOD-თან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადგილობრივი მეწარმეების წახალისება, მათი მხარდაჭერა და ცნობადობის გაზრდაა.

,, ჩვენს აეროპორტს საკმაოდ ორიგინალური, ავიაციაზე ორიენტირებული და  სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე კვების ობიექტი შეემატა. კიდევ უფრო მეტად გვახარებს, ის ფაქტი, რომ ახალი, კონცეპტუალური კვების ობიექტი ადგილობრივია. კონცეფცია 3 მიმართულებას აერთიანებს და რაც მთავარია, არის ქართული, ადგილობრივი ბრენდი და ასევე, ადგილობრივი მეწარმეების და მცირე მარნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩვენ ხელს ვუწყობთ აეროპორტში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რაც მთავარია, ვაგრძელებთ ვიყოთ რეგიონის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი,-‘’ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.

კვების ახალ კონცეპტუალურ სივრცეს სხვა ობიექტებისგან გამოარჩევს მისი ვიზუალური მხარე, რომელიც ავიაციასთან დაკავშირებული დეტალებითაა შეფუთული და შესაბამის პირველად შთაბეჭდილებას ახდენს აეროპორტის მგზავრებზე.

,, ჩვენს აეროპორტს საშუალოდ ყოველდღიურად, 4500 მგზავრი სტუმრობს. წლის ბოლომდე კი მილიონ 7000 მდე მგზავრი გვეყოლება. ეს რიცხვი მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები გვემატება. ინტერესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართ მზარდია და შესაბამისად აუცილებელია, რომ  ინფრასტრუქტურა და სერვისი იყოს მაღალი სტანდარტის, რასაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად აეროპორტის მგზავრებს შევთავაზებთ,-‘’აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი.

AIR FOOD ერთ კონცეპტუალურ სივრცეში აეროპორტის მგზავრებს 3 ტიპის მომსახურებას სთავაზობს: ბარის ტიპის მომსახურებას, სადაც წარმოდგენილია კოქტეილები, ადგილობრივი წარმოების პრემიუმ ხაზის ალკოჰოლური სასმელები, სწრაფი კვების ობიექტს, სადაც იყიდება Food box- ები ე.წ. take away მომსახურებით და შესაძლებელია მგზავრმა გაფრენისას თან წაიღოს, ასევე AIR FOOD-ის მომხმარებელს საშუალება აქვს სხვადასხვა ტიპის სენდვიჩები, ჰოთ დოგები და გამომცხვარი პროდუქტების ნაირსახეობა დააგემოვნოს.

 
თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის შესახებ კონკურსი გამოცხადდა ოთხშაბათი, 06 DECEMBER 2023 08:43 | News

თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის შესახებ კონკურსი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის კონცეფტ-დიზაინის და პროექტირების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იწვევს ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს, რომელსაც პროექტირების სფეროში სულ მცირე ბოლო 3-წლიანი გამოცდილება აქვს. ასევე, მსგავსი მომსახურების გამოცდილება გააჩნია. კონკურსანტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს 4500მ2-ზე მეტი ფართის მქონე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილებაც.

ღია ელექტრონულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებს.

საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსანტს  უნდა  ჰყავდეს  თანამშრომელი,  რომელსაც  გააჩნია  არქიტექტორად  მუშაობის  10  წლიანი გამოცდილება და დაპროექტებული ექნება მინიმუმ ერთ მრავალფუნქციური საზოგადოებრივი შენობა.

მოსამზადებელი პროექტი მოიცავს აეროპორტის კონცეპტუალურ და სქემატურ დიზაინს. მომწოდებელმა უნდა მოამზადოს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის გეგმარების კონცეპტუალური პროექტი, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპონენტების მომზადებას.

მათ შორის: შენობების ექსტერიერის დიზაინს მინიმუმ სამი ხედით, შენობების სქემატური შიდა სივრცით დაგეგმარებას; შენობების ინტერიერის სქემატურ დიზაინს;  შენობების ინტერიერის, ექსტერიერის, ლანდშაფტის რენდერებს და ა.შ.

კონკურსის დეტალური პირობების, Ⴑაუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილი ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხილვა ყველა დაინტერესებული პირისთვის საჯარო და ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 28 დეკემბერი.

 
მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე ხუთშაბათი, 20 JULY 2023 00:00 | News

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, ინტერესთა გამოხატვის შესაძლებლობით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია  დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში VIP ლაუნჯის სივრცის მოწყობის ან/და ოპერირების განხორციელების მიზნით, წარმოადგინონ წინადადებები/შეთავაზებები ბიზნეს მოდელის თაობაზე, რომლის მიხედვითაც შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ სთავაზობენ თანამშრომლობას.


დაინტერესებულ პირთა მიერ მომართვა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით ვადაში.


გთხოვთ იხილოთ დოკუმენტი:


2023 წელი - მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე - VIP ლაუნჯი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

შიდა აზომვითი ნახაზი სართული 1.pdf

შიდა აზომვითი ნახაზი სართული 2.pdf


შიდა აზომვითი ნახაზი სართული 1.dwg

შიდა აზომვითი ნახაზი სართული 2.dwg

 
შეიცვალა – დანართი 4.1 - საშვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების ნუსხა - პირადი საშვი სამშაბათი, 16 NOVEMBER 2021 14:17 | News

შეიცვალა აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დებულების დანართი N4.1. აღნიშნული ცვლილება ძალაში შედის 2022 წლის 01 იანვრიდან

დებულება აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაშვების შესახებ

წერილის ფორმა - ავტოტრანსპორტის საშვისთვის (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

წერილის ფორმა - პიროვნების საშვისთვის (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.1. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - თბილისი (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.2. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ქუთაისი (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.3. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ბათუმი (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.4. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - მესტია (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.5. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ამბროლაური (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.6. ავტოტრანსპორტის მუდმივი (30 დღე და 12 თვე) განაცხადი (დაიბეჭდოს 1 ფურცელზე 2 გვერდად)

დანართი N2 - საშვის სახეები და მომსახურების ფასები, ჯარიმები

დანართი N3 - საშვის ანდა საფასურის გარეშე დაშვება

დანართი N4.1 - საშვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების ნუსხა - პიროვნების საშვი

დანართი N4.2 - საშვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების ნუსხა - ავტოსაშვი

დანართი N5 - ტერიტორიაზე შესვლის, გადაადგილების და შემოწმების წესები

 
მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე პარასკევი, 13 AUGUST 2021 00:00 | News

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვის შესაძლებლობით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების არაექსკლუზიური უფლების გადაცემაზე.

დაინტერესებულ პირთა მიერ მომართვა მგზავრთა გადაყვანის უფლების გადაცემის მოთხოვნით უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021 წლის 26 აგვისტოს 16:00 საათამდე ვადაში.

იხილეთ დოკუმენტი:

2021 წელი - მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე - ავტობუსები

 
17 მაისიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საშვთა ბიურო მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადადის ორშაბათი, 17 მაისი 2021 10:42 | News

17 მაისიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საშვთა ბიურო მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადადის. სამუშაო საათები (შაბათ-კვირის ჩათვლით) განისაზღვრა 11:00 დან 17:00 საათამდე. დაინტერესებულმა პირებმა საჭირო საშვის ასაღებად დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე 2487393, 599157762  ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ან ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

 
საშვთა ბიურო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადადის სამშაბათი, 30 MARCH 2021 18:16 | News

1-ლი აპრილიდან საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საშვთა ბიურო მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადადის
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო საშვის ასაღებად დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე 2487393, 599157762  ან მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

 


JPAGE_CURRENT_OF_TOTAL