
1 მაისიდან ყველა დაინტერესებული პირისთვის, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სასწავლო ცენტრში საავიაციო უშიშროების გაცნობითი კურსის პერიოდული სწავლება დისტანციურად იმართება.
სასწავლო ცენტრი საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო პროგრამების შესაბამისად ახორციელებს როგორც საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის, ასევე სხვა პერსონალის (რომელთა ფუნქციონალური მოვალეობები უშუალოდ არ არის დაკავშირებული საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან) მომზადებას საავიაციო უშიშროების საკითხებში.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მსმენელებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასწავლო კურსებს, გადაეცემათ მოწმობა, სერტიფიკატი ან ცნობა სწავლების გავლასთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სასწავლო ცენტრში სწავლება ტარდება შემდეგ კურსებზე:
- სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის პირველადი მომზადების კურსი
- სამოქალაქო ავიაციის ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ღონისძიებების განმახორციელებელი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის პერიოდული მომზადების სასწავლო კური
- საავიაციო უშიშროების გაცნობითი სასწავლო კურსი
- შემოწმების ოპერატორების პირველადი და პერიოდული მომზადების სასწავლო კურსი
- მძღოლების მომზადების სასწავლო კურსი (I კატეგორია)
- საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსი (მე-12 კატეგორია)
- საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსი (მე-8 კატეგორია)
- საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსი (მე-9 კატეგორია)
- საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის სასწავლო კურსი (მე-10 კატეგორია)
- მძღოლების მომზადების სასწავლო კურსი (II და III კატეგორია)
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
599234222
ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
|