საქართველოს აეროპორტების გაერთიანება


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი გაიხსნება | News

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში, რომელიც ეხებოდა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty Free) მოწყობის საკითხს, გამარჯვებული კომპანია გახდა შპს. „ATU DUTY FREE GEORGIA“.
აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს  შეთანხმება კონსტრუქციის დიზაინის საკითხზე, რომლის დასრულების, შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მოეწყობა ევროპული სტანდარტების თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, სადაც მგზავრებს  საშუალება ექნებათ შეიძინონ სხვადასხვა სახის პროდუქცია დამატებითი ღირებულების გარეშე.