ATU DUTY FREE ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალურად გაიხსნა | News |
აეროპორტების შემდეგ ATU Duty Free-ს სერვისით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც ისარგებლებს. ამას გარდა, ATU Duty Free საერთაშორისო მასშტაბით 11 ქალაქში ფუნქციონირებს. ახალი მაღაზიების მშენებლობის პროცესი 2013 წლის დეკემბერში დაიწყო და მის დასრულებას 1 თვეზე ნაკლები დასჭირდა. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში წარმოდგენილი იქნება 700 მდე სახეობის სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის პროდუქცია, მათ შორის ქართული ღვინოები და აზიური ტკბილეულობა. დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ მოგზაურობისას ხელსაყრელ ფასად ისიამოვნონ საცალო ვაჭრობის ექსკლუზიური ხარისხით. გახსნის ცერემონიას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქ-ნი ქეთევან ალექსიძე, „ATU Duty Free“ -ს წარმოადგენლები, ქუთაისის მერი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე და კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. “ATU Duty Free”-ის შესახებ
|