|
საფრანგეთის ქალაქ მარსელში ავიამიმართულებების განვითარების ფორუმზე "Routs Europe 2014" საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სახელით სამუშაო სადილი გაიმართა, რომელსაც ფორუმის 1200 დელეგატი დაესწრო.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველის აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საფრანგეთში, მონაკოს სამთავროსა და იუნესკოში ეკატერინე სირაძე-დელონემ. ქეთევან ალექსიძის განცხადებით, 2014 წლის 6-9 ივლისს ავიამიმართულებების განვითარების ფორუმი "Routs Silk Road 2014" საქართველოში გაიმართება. „ღონისძიების ფარგლებში ჩვენ შევთავაზებთ აეროპორტებს, ავიაკომპანიებს, ტურისტულ ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საუკეთესო პირობებს, რათა აკეთონ ბიზნესი და გააუმჯობესონ საჰაერო ტრანსპორტის კავშირები", - აღნიშნა ქეთევან ალექსიძემ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სამუშაო სადილზე მისულ დელეგატებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა. მარსელის ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ გამართა შეხვედრები სხვადასხვა ავიაკომპანიებისა და აეროპორტების წარმომადგენლებთან ქართული ბაზარზე საავიაციო მიმოსვლის გაფართოებასა და გაუმჯობესების შესახებ. ავიამიმართულებების განვითარების ფორუმი „Routes" მსოფლიოს მასშტაბით უწევს ორგანიზებას ცნობილი ავიაკომპანიებისა და აეროპორტების ქსელის ღონისძიებებს. ფორუმის ფარგლებში ავიაკომპანიებისა და აეროპორტების ხელმძღვანელი პირები ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
|