მიმდინარე წლის 12-14 მაისს ქ. ბუდაპეშტში ევროპის ავიამიმართულებების ფორუმი “Route Europe 2013” გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები ევროპის წამყვან ავიაკომპანიებთან. აღნიშნული ფორმატი წარმოადგენს საშუალებას, როგორც ავია კომპანიების მოზიდვის კუთხით, ასევე, აეროპორტებს შორის თანამშრომლობის დამყარებისა და გაღრმავების მიმართულებით.
|