საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

სიახლეები
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საკუთარ მომსახურებას დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გასწევს სამშაბათი, 17 MARCH 2020 12:50 | News

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ  კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ საკუთარ მომსახურებას დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში გასწევს. კომპანიაში  ოფიციალური წერილების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე  ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს . აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დასაშვები საშვების მისაღებად დოკუმენტაცია შეგიძლიათ, გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს . რაც შეეხება აღნიშნული საშვების მისაღებად შესავსებ ფორმებს, გთხოვთ იხილოთ http://www.airports.ge/index.php/ka/legal/2017-12-30-09-31-38

 
ტერიტორიაზე დაშვების ახალი დებულება სამშაბათი, 31 DECEMBER 2019 08:53 | News

შპს  "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ დამტკიცდა აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების შესახებ ახალი დებულება.

დებულება ძალაში შედის 2020 წლის 01 იანვრიდან.

 

დებულება აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაშვების შესახებ

წერილის ფორმა - ავტოტრანსპორტის საშვისთვის (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

წერილის ფორმა - პიროვნების საშვისთვის (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.1. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - თბილისი (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.2. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ქუთაისი (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.3. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ბათუმი (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.4. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - მესტია (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.5. პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ამბროლაური (დაიბეჭდოს 2 ფურცელზე 4 გვერდად)

1.6. ავტოტრანსპორტის მუდმივი (30 დღე და 12 თვე) განაცხადი (დაიბეჭდოს 1 ფურცელზე 2 გვერდად)

დანართი N2 - საშვის სახეები და მომსახურების ფასები, ჯარიმები

დანართი N3 - საშვის ანდა საფასურის გარეშე დაშვება

დანართი N4.1 - საშვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების ნუსხა - პიროვნების საშვი

დანართი N4.2 - საშვის გასაცემად საჭირო დოკუმენტების ნუსხა - ავტოსაშვი

დანართი N5 - ტერიტორიაზე შესვლის, გადაადგილების და შემოწმების წესები

 
ინტერესთა გამოხატვა ოთხშაბათი, 24 JULY 2019 12:18 | News

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის სარეკლამო ზონების პროექტირების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვაზე მოწვევა ცხადდება

სარეკლამო ზონები

ნახაზი

ინტერიერი

 
ტერიტორიაზე დაშვების ახალი დებულება ორშაბათი, 20 AUGUST 2018 07:58 | News

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი (დანართი 1.1, 1.2, 1.3 და 1.4) უნდა დაიბეჭდოს 2 ფურცელზე (4 გვერდი) და  ავტოტრანსპორტის მუდმივი ან მოკლევადიანი საშვის განაცხადი (დანართი 1.6) უნდა დაიბეჭდოს 1 ფურცელზე (2 გვერდი)


შპს  "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" მიერ დამტკიცდა აეროპორტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაშვების შესახებ ახალი დებულება

დებულება აეროპორტების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაშვების შესახებ

დაშვების წერილის ფორმა - ავტოტრანსპორტის ( მუდმივი (ერთწლიანი) , მოკლევადიანი (ერთთვიანი) და ერთჯერადი)  საშვი.

დაშვების წერილის ფორმა - პიროვნების ( მუდმივი (ერთწლიანი), მოკლევადიანი (30-დღიანი) და ერთჯერადი) საშვი.

დანართი 1.1. - პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - თბილისი

დანართი 1.2. - პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ქუთაისი

დანართი 1.3. - პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ბათუმი

დანართი 1.4. - პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - მესტია

დანართი 1.5. - პიროვნების მუდმივი საშვის განაცხადი - ამბროლაური

დანართი 1.6. - ავტოტრანსპორტის მუდმივი ან მოკლევადიანი საშვის განაცხადი

დანართი N2 - საშვის სახეები და მომსახურების ფასები, ჯარიმები

დანართი N3 - საშვის ანდა საფასურის გარეშე დაშვება

დანართი N4.1 - საშვის მისაღებად  საჭირო დოკუმენტების ნუსხა - პიროვნების ( მუდმივი (ერთწლიანი), მოკლევადიანი (30-დღიანი) და ერთჯერადი) საშვი.

დანართი N4.2 - საშვის მისაღებად  საჭირო დოკუმენტების ნუსხა - ავტოტრანსპორტის ( მუდმივი (ერთწლიანი) , მოკლევადიანი (ერთთვიანი) და ერთჯერადი)  საშვი.

დანართი N5 - ტერიტორიაზე შესვლის, გადაადგილების და შემოწმების წესები

 
მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე ოთხშაბათი, 15 AUGUST 2018 13:37 | News

მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე!

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს ტაქსებით მოემსახუროს.

იხილეთ დოკუმენტი

 
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ადგილობრივ ავიარეისებთან დაკავშირებით ტენდერს აცხადებს პარასკევი, 29 JUNE 2018 08:51 | News

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ადგილობრივი ავიარეისების მომსახურების შესყიდვის შესახებ ტენდერი 4 წლით  49,672,332.00 ლარზე გამოაცხადდა.

მომსახურება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის, მესტია - ქუთაისი - მესტია, ნატახტარი-მესტია - ნატახტარი,  ნატახტარი-ამბროლაური-ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას.

4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი უნდა შესრულდეს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი.

სატენდერო პირობებით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაყვანა ერთი არანაკლებ 15 ადგილიანი და ერთი არანაკლებ 30 ადგილიანი საჰაერო ხომალდით.

მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ყოველთვიურად შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით. დაინტერესებულ კომპანიებს განაცხადების ატვირთვა 12 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე http://www.procurement.gov.ge/ ელექტრონული წესით შეუძლიათ.

 
მ ო წ ვ ე ვ ა ი ნ ტ ე რ ე ს თ ა გ ა მ ო ხ ა ტ ვ ა ზ ე ორშაბათი, 04 JULY 2016 19:32 | News

ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ოპერირების თაობაზე (განახლებული პირობებით)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” დაინტერესებულია ქალაქ ზუგდიდში (ს. ინგირი), მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განხორციელდეს აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება.

აღნიშნული მიზნით, 2016 წლის 30 მაისს გამოცხადებულ იქნა მოწვევა ინტერესთა გამოხატვაზე. ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვხატეთ მზადყოფნა იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება.

შპს “საქართველოს აერპორტების გაერთიანება” ხელახლა იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის განახლებული პირობების შესაბამისად.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 11 ივლისის 18:00 საათისა ადგილობრივი დროით.

წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); აღნიშნული მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა განხორციელდეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

დოკუმენტს ინტერესთა გამოხატვის მოწვევაზე იხილავთ მოცემულ ბმულზე.

 
მ ო წ ვ ე ვ ა ი ნ ტ ე რ ე ს თ ა გ ა მ ო ხ ა ტ ვ ა ზ ე ორშაბათი, 30 მაისი 2016 19:47 | News

მ ო წ ვ ე ვ ა  ი ნ ტ ე რ ე ს თ ა   გ ა მ ო ხ ა ტ ვ ა ზ ე

ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ოპერირების თაობაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” დაინტერესებულია ქალაქ ზუგდიდში (ს. ინგირი), მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განხორციელდეს აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება.

აღნიშნული მიზნით, ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვთქვამთ სურვილს იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “საქართველოს აერპორტების გაერთიანება” იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად.

წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 21 ივნისის 18:00 საათისა ადგილობრივი დროით.

წინადადებები წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); აღნიშნული მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა განხორციელდეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

 

დოკუმენტს ინტერესთა გამოხატვის მოწვევაზე იხილავთ მოცემულ

ბმულზე.

link

 


JPAGE_CURRENT_OF_TOTAL