საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც 2010 წელს დაარსდა და ფლობს სამივე საერთასორისო და ადგილობრივ აეროპორტებს საქართველოში. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები მართვის უფლებით გადაცემული აქვს ოპერატორ კომაპნიას - „TAV Urban Georgia“-ს კონცესიის ხელშეკრულებით.
საქართველოში სიდიდით მეორე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ასევე სამივე ადგილობრივ აეროპორტს საქართველოში, რომლებიც რეგიონებში ტურისტურლი განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთ მამოძრავებელს წარმოადგენენ, ოპერირებას უწევს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
გარდა აეროპორტების ოპერირებისა და კონცესიის მართვისა, აეროპორტების გაერთიანება პასუხისმგებელია საქართველოს ყველა აეროპორტის პოპულარიზაციაზე, საერთაშორისო მასშტაბით, მათ შორის ავიაკომპანიებთან მოლაპარაკების მართვაზე და ახალი მიმართულების სტიმულირებაზე.
შედეგად, 2021 წლიდან დღემდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებს 13 ახალი ევროპული და 15 აზიური მიმართულება დაემატა.
აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები აქტიურად ესწრებიან ყველა მასშტაბურ საერთასორისო საავიაციო ფორუმს, რაც უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის ცნობადობის გაზრდას, ასევე საქართველოს მუდმივ პოზიციონირებას მსოფლიო საავიაციო რუკაზე.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პასუხისმგებელია საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების დაცვაზე ყველა საერთასორისო და ადგილობრივ აეროპორტში, მათ შორის თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში და ასევე ახორციელებს საავიაციო პერსონალის გადამზადებას UAG აკადემიაში.
2023 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი და ყველა საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 5,986,754 მილიონ მგზავრს და შესრულდა 25,607 რეისი. 2019 წელს სამივე საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 5,190,283 მილიონი მგზავრი და 23,953 რეისს მოემსახურა. 2023 წელს, 2019 წელთან შედარებით მგზავრთა რაოდენობა 15%-ით, ხოლო ფრენების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა.
საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების ზედამხედველობა;
საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში საავიაციო უსაფრთხოების უზრუნველყოფა პირდაპირ ან კონტრაქტორი კომპანიის მეშვეობით.
საქართველოს სამოქალაქო აეროპორტში ოპერირებადი ავიაკომპანიების მომსახურება პირდაპირ ან პარტნიორი კომპანიის მეშვეობით.
საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების დაგეგმარების, მშენებლობის, მოდერნიზაციისა და განვითარების უზრუნველყოფა.
საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსების მართვა და ოპტიმიზაცია.
ერთიანი სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შედგენა საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების მომსახურებისა და მოსაკრებლებელთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების ქონების მართვა პარტნიორთან და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით.
სამოქალაქო აეროპორტებში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების (ICAO, IATA და სხვ.) დანერგვა და შენარჩუნება.
საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების განვითარების გეგმების შემუშავება.
2005 წელს, საქართველოს მთავრობამ, ლიბერალური „ღია ცის პოლიტიკა“ მიიღო, რის შედეგადაც, შეთანხმების მესამე და მეოთხე წესი შეუზღუდავი თავისუფალი მიმოსვლის უფლებას აძლევს ავიაკომპანიებს. 2010 წლის დეკემბერში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის სექტორის ინტეგრაციას ევროპულ საავიაციო სექტორის სტანდარტებსა და რეგულაციებთან. ღია ცის პოლიტიკის მიღებისა და ტურისტული სექტორის ზრდის შედეგად, ბოლო წლებში მუდმივად იზრდება საქართველოში მოქმედი უცხოური ავიაკომპანიების რაოდენობა, 2019 წელს, კოვიდ პანდემიამიის გავრცელებამდე, საქართველოში 50-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებდა.
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საავიაციო ბაზარია, სადაც მგზავრთნაკადი საერთაშორისო აეროპორტებში თითქმის ექვსჯერ გაიზარდა ბოლო 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ 2010 წელს, არსებული 900.0000 მგზავრიდან 2019 წელს 5,2 მილიონამდე გაიზარდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნული მიმართულებით ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი, უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა. 2015-2019 წლებში თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადის ნაერთი წლიური ზრდის ტემპი (CAGR) 14.8% შეადგენდა, ხოლო მგზავრთნაკადი 1.8 მილიონიდან 3.7 მილიონ მგზავრამდე. საქართველოში სიდიდით მეორე - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, წლიური ნაერთი ზრდის ტემპი (CAGR) შეადგენდა 35.1% და ამავე პერიოდში მგზავრთნაკადი 200,000 -დან 900,000-მდე გაიზარდა. ბათუმის აეროპორტის წლიური ნაერთი ზრდის ტემპი (CAGR) შეადგენდა 24.6% და მგზავრთნაკადი 200,000 -დან 600,000-მდე გაიზარდა. ბოლო წლებში აღნიშნული ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაა. 2015 წლიდან 2019 წლამდე საქართველოში, საჰაერო მიმოსვლით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 48%-ით - 700 ათასიდან 1,8 მილიონამდე. ასევე, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლიდან, ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდგომ გაიზარდა გამყვანი ტურიზმის მაჩვენებელი
UAG - Copyright 2024. All rights reserved.