საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის პოზიციას 2025 წლიდან ლევან მოსეშვილი იკავებს. Მას ავიაციის მენეჯმენტში, აეროპორტებისა და ვერტოდრომების დაგეგმარების, ოპერირებისა და აუდიტირების მიმართულებით 20 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. აღნიშნულ პოზიციამდე ის 12 წლის განმავლობაში იკავებდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აეროდრომებისა და აეროპორტების დეპარტამენტის უფროსის პოზიციას და სხვადასხვა დროს ეკავა მენეჯერული თანამდებობები საქართველოს გაერთიანებულ სატრანსპორტო ადმინისტრაციაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქაერონავიგაციასა და TAV Georgia-ში. ლევან მოსეშვილი მუდმივად არის ჩართული საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აეროპორტების დაგეგმარების პროცესში, როგორც მოწვეული ექსპერტი. ის იყო EASA-ს აეროდრომის თემატურ საკონსულტაციო ორგანოში (ADR.Teb) წარმომადგენელი საქართველოდან; EUROCONTROL-ის აეროპორტის საოპერაციო გუნდის (AOT) და LSSIP-ის წარმომადგენელი საქართველოდან. ასევე, მუშაობდა ICAO-ს აეროდრომის ოპერირების რეგიონულ სამუშაო ჯგუფში (EUR/NAT-RWGAO), სადაც იყო წარმომადგენელი და ტექნიკური ექსპერტი საქართველოდან. ლევან მოსეშვილი დღემდე მონაწილეობს ICAO-ს სამუშაო ჯგუფებში ევროპის რეგიონის უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად.
UAG - Copyright 2024. All rights reserved.