საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

UAG

შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” გამოყოფს ტერმინალის ზონებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საახალწლო დეკორაციების მოწყობის მიზნით და იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს, გამოხატოს ინტერესი, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საახალწლო დეკორაციებით, ტერმინალის ზონების მოწყობის თაობაზე.

დაინტერესებულ პირთა მიერ წინადადების წარმოდგენა უნდა განხორციელდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 13 ნოემბრის 00:00 საათამდე ვადაში.

ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტით გათვალისწინებულ პირობებს და პროცედურებს, შესაბამის დანართებს, შეგიძლიათ გაეცნოთ:

ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი_საახალწლო დეკორაციების მოწყობა
დანართი N1 აეროპორტის ტერმინალის სქემატური ნახაზი ზონების მიხედვით
დანართი N2_ფოტომასალა
დანართი N3_სქემატური ნახაზი dwg ID-4-DOOR-01_1-st Floor
დანართი N4_აქუთაისი აეროპორტი
დანართი N5_აეროპორტების გაერთიანება
პრეზენტაცია_აეროპორტის მგზავრთნაკადი მიმოხილვა

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“, ინტერესთა გამოხატვის შესაძლებლობით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ავტობუსის ტიპის სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების უფლების მიღებით (არაექსკლუზიური მგზავრთა გადაყვანის უფლება).

ამ ეტაპზე მგზავრთა გადაყვანა ხორციელდება 2 კომპანიის მიერ.

განცხადება მგზავრთა გადაყვანის უფლების მისაღებად, გთხოვთ წარმოადგინოთ მისამართზე:

საქართველო, ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, შალვა ჭანკოტაძის ხეივანი N21.
განცხადების წარმოდგენა ასევე დასაშვებია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმღების მხრიდან შესაბამისი მეილის მიღების დადასტურების არსებობა).

დაინტერესებულ პირთა მიერ ოფიციალური წინადადებით მომართვა უნდა განხორციელდეს, არაუგვიანეს, 2024 წლის 15 ნოემბრის 16:00 საათამდე

მგზავრთა გადაყვანის უფლების მიღების პირობებს და პროცედურებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგი დოკუმენტით:

დანართი - ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა გადაყვანის უფლების მიღების დოკუმენტი.